English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ ტეტიანა სობოლევაიულია ლაზარენკო
ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი ღია ინოვაციებზე გადასვლისას

 ბოლო წლების განმავლობაში, ინოვაციური პროცესის მართვის პერსპექტიული მოდელის - ღია ინოვაციის პრაქტიკისადმი გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, მრავალი კვლევა ჩატარდა მისი დანერგვის სხვადასხვა ასპექტის შესწავლისთვის. ღია ინოვაციების გამოყენების მზარდი ტენდენცია განაპირობებს ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტისადმი  ასევე უფრო ღია მიდგომას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ღია ინოვაციების ერთობლივ პროექტებში ორგანიზაციული დეტერმინანტების შესწავლა წარმოადგენს მკვლევართა და ინოვაციების მენეჯმენტის პრაქტიკოსების გაზრდილ ინტერესს, საწარმოო დონეზე ამ ასპექტების თანამედროვე გაგება ჯერ კიდევ არასრულია და შემდგომ კვლევას საჭიროებს.

ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი მოიცავს ძირითადი მმართველობითი ფუნქციების შესრულებას, როგორიცაა - სტრატეგიის შემუშავება და ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კომერციალიზაციის დაგეგმვა, სხვა დამხმარე ღონისძიებების ორგანიზება, მათი განხორციელების პირობების შექმნა, ადეკვატური ინოვაციური კულტურის შექმნა და ინოვაციური კლიმატის, აუდიტისა და ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტის სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი. ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტის სტრატეგიამ უნდა მოიცვას ორგანიზაციის შიდა ფაქტორების ანალიზი და ითვალისწინებდეს ღია ინოვაციური მოდელის ფორმირების საბაზრო ფაქტორებს.